უნივერსიტეტში პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა Turnitin-ი ამოქმედდება
22 სექტემბერი 2018 წელი

2018-2019 სასწავლო წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა Turnitin-ი ამოქმედდება. პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში როგორც პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას, ასევე სწავლა-სწავლებისა და ხარისხის განვითარებას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბსუ-ს აკადემიური წერის სასწავლო კურსის პროფესორ-მასწავლებლებისთვის Turnitin-ის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს და მსმენელებს პროგრამის გამოყენების დეტალები გააცნეს. სწავლებას სისტემატიური ხასიათი ექნება და მის გავლას პილოტირებაში ჩართული ყველა სასწავლო კურსის პროფესორ-მასწავლებელი ეტაპობრივად შეძლებს.
სრულად