ბსუ-ში გერმანული ენის დღე გაიმართა
8 ივნისი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის დღე „გერმანული ენა დიდებისა და პატარებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა გაცვლითი პროგრამების წარდგენა და შეხვედრა გერმანული ენის მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, აბიტურიენტებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. გერმანიაში სწავლის მსურველებს DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გებჰარდ როილმა სასტიპენდიო პროგრამები გააცნო. ასევე მოეწყო ავსტრიელი მწერლის, ინგებორ ბახმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა.