ღია კარის დღეები - 2017 დაიწყო
9 თებერვალი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეები - 2017 დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, სერვისები, გაცვლითი პროგრამები და არსებული სიახლეები წარუდგინეს. 2017-2018 სასწავლო წელს ბსუ-ში 50-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1430 პირველკურსელი ჩაირიცხება, მათგან 500 სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის.