ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია 2023
13 დეკემბერი 2022 წელი
ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია 2023
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით, გიწვევთ ჟან მონეს სტუდენტურ კონფერენციაში „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2023 წლის 27 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის კურსდამთავრებულებს, ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს, ვინც დაინტერესებულია ევროკავშირის საკითხებით.
სრულად