ბსუ-ს პროფესიული პროგრამა „მეფუტკრე“ თაფლის ფესტივალზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თაფლის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ბსუ-ს პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა ,,მეფუტკრის“ სტუდენტებმა, ლექტორთან  მანანა ბოლქვაძესთან ერთად,  უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ საფუტკრე მეურნეობაში წარმოებული თაფლი წარადგინეს. სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ფუტკრის მოვლის წესებსა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებას სწავლობენ. ბსუ-ს სტენდმა ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ პროფესიული პროგრამის პირობებს  და ადგილზე დაეგემოვნებინათ  სხვადასხვა  სახეობის თაფლი.

თაფლის ფესტივალი  11 აგვისტოს ბათუმის ბულვარში გაიხსნა და 12 აგვისტოს ბოტანიკურ ბაღში გაგრძელდება. ფესტივალზე წარმოდგენილი 40-ზე მეტი მეფუტკრის პროდუქცია  საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგანაა  დამზადებული. ორდღიანი ფესტივალი ბათუმში უკვე მეოთხედ აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა