
13 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ახალგაზრდული მეწარმეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ფორმირების გამოცდილება და განვითარების პერსპექტივები“. ორდღიანი კონფერენცია პროექტის „უმაღლესი სასწავლებლები ახალგაზრდული მეწარმეობისათვის“ Erasmus+-ის ფარგლებში ჩატარდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხარკოვის კვებისა და სავაჭრო სახელმწიფო უნივერსიტეტის, სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის, ბელორუსიის სამომხმარებლო კოოპერაციის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტს, მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის, მოლდოვის ეკონომიკური აკადემიის, ISEBA უნივერსიტეტის, განათლების ინფორმატიზაციის საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის (МАНИО) და ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის ორგანიზებით ტარდება.


უკან |