ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან თანამშრომლობის მემერანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა  და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა ბათუმის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში  მემორანდუმს მოაწერეს ხელს. ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას ბიოლოგია-ეკოლოგიის მიმართულებით, სამეცნიერო-ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის საერთო სივრცეში ინტეგრაციას. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა  მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო პროექტების განხორციელება, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, საკვალიფიკაციო კურსების ჩატარება და გამოცდილების გაზიარება.

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბიოლოგიის დოქტორმა თამარ დომიანიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „დელფინები - ზღვის უნიკალური ძუძუმწოვრები“. ლექცია მიეძღვნა დელფინების ქცევას, დელფინების სასიცოცხლო, ბიოლოგიური  და თავის ტვინის სტრუქტურულ და ნეირობიოლოგიურ თავისებურებებს, რითაც ისინი გამოირჩევიან და განსხვავდებიან, როგორც ხმელეთის ასევე ზღვის სხვა მაღალგანვითარებული ძუძუმწოვრებისაგან. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა