დათო ტურაშვილის ლიტერატურული შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი

ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში მწერალმა დათო ტურაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ლიტერატურული შეხვედრა გამართა. კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია და მასში სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. მწერალმა შეხვედრაზე ახალგაზრდებს ლიტერატურული კონკურსი წარუდგინა,  შემოქმედებით პროცესთან ერთად აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

საიუბილეო კონკურსის ფინალური ტური  წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში გაიმართება.

I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური

მონაწილეობის მსურველებმა, 17 სექტემბრიდან - 14 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გამოაგზავნოთ:

პროზაული ნაშრომი - მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია, (შრიფტი - Sylfaen-ი, ზომა - 11)

შევსებული ანკეტა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა (www.tsu.edu.ge) განთავსებული.

უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო

II ადგილი – 700 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 2 22 23 91

www.facebook.com/tsu.legenda

იხილეთ თანდართული ანკეტა.

  ანკეტა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა