ბსუ-ში კამპანია #დაინახეყველაფერი ჩატარდა

სურათი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ მიმართული კამპანია #დაინახეყველაფერი ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და ამ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვების მშობლებმა ლეილა დავითაძემ და მარი კორკოტაძემ სტუდენტებს  საზოგადოებაში არსებული სტიგმები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა