ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა არჩევნები ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13) 2019 წლის 1 მარტიდან - 6 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
არჩევნები ჩატარდეს 2019 წლის 07 მარტს, 10:00 სთ – 17:00 სთ პერიოდში.
კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) სამოქმედო გეგმა;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დაკავების შესახებ.
უკან |