ბსუ-ს 14 სტუდენტი ერასმუს + ფარგლებში სასწავლებლად ევროპაში მიემგზავრება

სურათი

ბსუ-ს 14 სტუდენტი  ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის  ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს  საფრანგეთის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიეტუვას, ესპანეთის, გერმანიის და პოლონეთის   უნივერსიტეტებში გაივლიან. გარდა ამისა უცხოეთის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 6 სტუდენტი ყაზახეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გააგრძელებს სწავლას.

ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად  სტუდენტებმა  შესარჩევი კონკურსი 3 ეტაპად გაირეს, რომელიც  უცხო ენის გამოცდას, სააპლიკაციო დოკუმენტების  ნამდვილობის დადგენა-შეფასებასა და გასაუბრებას მოიცავდა. ასევე, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12 უცხოელ სტუდენტს უმასპინძლებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა