ბსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თანამედროვე სტანდარტების, 200 მობინადრეზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა საცხოვრებელი ემსახურება. საცხოვრებელი ბათუმში, ლეონიძის ქ. #15-ში მდებარეობს და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი.

სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები.

საერთო საცხოვრებელში შესახლება ხდება წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და გაზაფხულის სემესტრის დაწყებისას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დადგელ ვადებში.

უპირატესობა ბინადრობაზე:

  • რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (70 000 და ნაკლები ქულა)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრები სტუდენტები.
  • აჭარის მაღალმთიან რაიონში მცხოვრები სტუდენტები - ხულოს რაიონი, შუახევის რაიონი, ქედის რაიონი, ხელვაჩაურის რაიონის სოფლები: ქვედა ქოქოლეთი, ქობულეთის რაიონის სოფლები: დიდვაკე, ხინო.
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი
  • საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი
  • ობოლი (დედით ან მამით)
  • იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე
  • მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი) ოჯახის წევრი
  • ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) ოჯახის წევრი
  • მარტოხელა დედა
  • ერთი მშობლის მზრუნველობის ქვეშ
  • და ან/და ძმა არის ბსუ-ს სტუდენტი
  ბსუ-ს საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესი
  საერთო საცხოვრებლის ოთახების რაოდენობა
  საერთო საცხოვრებლის საფასური და შეღავათები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა