შუახევში გამწვანების აქცია „განაახლე ტყე“ გაიმართა

სურათი

შუახევის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია ,,განაახლე ტყე“ გაიმართა. აქციაში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებმა, რექტორმა მერაბ ხალვაშმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

სოციალური კამპანიის ფარგლებში ნიგაზეულის ტყის ტერიტორიაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სათბურში გაზრდილი კავკასიური ნაძვის 400-მდე ნერგი დაირგა. უნივერსიტეტმა მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით უკვე მსგავსი კამპანია ბორჯომისა და ლაითურის ტყეების აღსადგენად  განახორციელა. 

კამპანიის მიზანი საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა