,,2019 წლის აგვისტოში ჩატარებული ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებისა და აფილირების განსაზღვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ’ ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 4 სექტემბრის ბრძანების თანახმად უნდა განახორციელოთ შემდეგი ქმედებები:
- გამარჯვებული კონკურსანტების მიერ 2019 წლის 5 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნეს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული და ხელმოწერილი აფილირების განცხადებები (იხილეთ წინამდებარე განცხადებაზე თანდართული ფორმები დანართი 1-4);
- ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით აფილირების განაცხადების წარმოდგენის შემდეგ გამარჯვებული კონკურსანტები 2019 წლის 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ ბსუ-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
- გამარჯვებულმა კონკურსანტმა, რომელსაც უკავია ბსუ-ს აკადემიური თანამდებობა, შრომითი ხელშეკრულების ვადა არ იწურება 2019 წლის 16 სექტემბრიდან და სურს 2019 წლის აგვისტოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით 2019 წლის 16 სექტემბრიდან გაუფორმდეს ახალი შრომითი ხელშეკრულება, 2019 წლის 5 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, გარდა ამ შეტყობინების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული მოქმედებისა უნდა წარმოადგინოს ასევე განცხადება მოქმედი შრომითი ხელშეკრულების 2019 წლის 17 სექტემბრიდან შეწყვეტის თაობაზე;
- აფილირების განცხადებასთან ერთად, რექტორის 2019 წლის 4 სექტემბრის ბრძანების 1.3. და 1.4. პუნქტებში აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ცნობა დასაქმების ადგილიდან (დანიშვნის/არჩევის აქტი და ასევე სამუშაო/აკადემიური დატვირთვის შესახებ - სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულმა აკადემიური თანამდებობის/მიწვეულმა პირმა);
- იმ აკადემიური თანამდებობის პირის პირად საქმეში, რომელიც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ასევე სხვა დაწესებულებაში, აფილირების შეთანხმებასთან ერთად უნდა განთავსდეს მისი საერთო (ბსუ-ში და სხვა დაწესებულებებში) აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის სქემა. აღნიშნული დოკუმენტი უნდა მომზადდეს ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტისა და შესაბამისი ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტის მიერ ერთობლივად, გამარჯვებული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და შეთანხმდეს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან და დეკანთან).
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ თანდართულ ბრძანებას და ისარგებლეთ აფილირების შეთანხმების თანდართული ფორმებით.
დანართი:
ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №01-02/138დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
უკან |