
14 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (534-ე აუდიტორია) სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, ბიოსინთეზის, ბიოენერგეტიკის, იუნგიანისეული ანალიზის, კლინიკური ჰიპნოზის სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერი და სუპერვიზორი, საბერძნეთის ბიოსინთეზის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლილი ანაგდოსტოპულო საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „კონტაქტი ბიოსინთეზში“. ლილი ანაგდოსტოპულო სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნობს ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა კონტაქტის დამყარება ბიოსინთეზურ მიდგომაში.
უკან |