სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი

სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი

სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის  წესით  ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია   განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ  პორტალზე  (students.emis.ge) გაიაროს  რეგისტრაცია  2020 წლის  22 იანვრიდან  5 თებერვლის  ჩათვლით.

სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბსუ–ში გადმოსვლის მსურველებმა  2020  წლის 11, 12, 13 თებერვლის  ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; 

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ         ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2020   წლის 14, 17  თებერვლის  ჩათვლით;

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია)

საკონტაქტო პირი :  577 44 54 00

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა