მოთხრობების კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე: „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“

სურათი

მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, აცხადებს მოთხრობების კონკურსს „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“. მოთხრობების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევის და ექსტრაპოლაციის და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

კონკურსი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს.

კონკურსის მონაწილეები შექმნიან ლიტერატურული ნაწარმოებს (მოთხრობა) სამეცნიერო თემატიკაზე. ნაწარმოების სიუჟეტში ჩართული უნდა იყოს რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა, ფენომენი ან თეორია, ტექნოლოგიური გამოგონება ან ინოვაცია.

დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის სამ გამარჯვებულს:

I ადგილი -  სიგელი და ფულადი პრემია 1875  ლარის ოდენობით;
II ადგილი -  სიგელი და ფულადი პრემია 1250 ლარის ოდენობით;
III ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან “ევროპელ მკვლევართა ღამის” გახსნის ცერემონიაზე, 27 ნოემბერს. (პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.)

კონკურსის მონაწილეებმა ნაწარმოებები უნდა მოგვაწოდონ ელექტრონულად (MS word დოკუმენტით) მეილზე: contest@writershouse.ge 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.

კონკურსის დეტალურ ინფორმაციას გაეცანნით შემდეგ მისმართზე: https://docs.google.com/document/d/1t_OrvAILtnikqBkWsNzu-QRpIr7z9vFVo9xIrgOb8RE/edit


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა