
5 ნოემბერს, 17:00 საათზე, ERASMUS+ პროექტის "MEDIATS: Training and Society Transformation" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტებისა და მედიაციის ინსტიტუტით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი საქართველოში".
ლექციას გაუძღვებიან საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი და Centre for Effective Dispute Resolution (CEDR)-ის მიერ საერთაშორისო აკრედიტირებული მედიატორი ლაშა კალანდაძე.
დასწრება თავისუფალია.
შენიშვნა: ლექცია ჩაიწერება.
ლექციაზე დასასწრები ბმული:
https://us02web.zoom.us/j/81542911698
უკან |