„Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის (RURD) სამუშაო შეხვედრები დაიწყო

სურათი

25-27 იანვარს და 4 თებერვალს „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის პირველი ონლაინ ტრენინგი „სტრატეგიული გეგმა და საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგია“  ჩატარდა. ღონისძიება TEAMS-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მკვლევრები და პროფესორები  უძღვებოდნენ. ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი, რეგიონული საჭიროებების ანალიზის ევროკავშირის გამოცდილებას, უნივერსიტეტის მისიას, ხედვას, სტრატეგიული გეგმის განვითარებას, SWOT ანალიზს.
ტრენინგზე ასევე ყურადღება იყო გამახვილებული ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბების სტრატეგიებზე, ინტერაქციის საკითხებზე  უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის და კვლევითი თანამშრომლობისთვის საჭირო ევროპულ შესაძლებლობებზე

         პროექტის პარტნიორი:

         ევროკავშირის უნივერსიტეტები

  • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) 
  • FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)
  • მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა) 
  • ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი (ლიეტუვა)


         ქართული უნივერსიტეტები

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
  • ქუთაისის უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია  
  • ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  • კავკასიის უნივერსიტეტი

         სამთავრობო პარტნიორები:    

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა