Turnitin-ის გამოყენების პრაქტიკის გაზიარება და ახალი ფუნქციების გაცნობა

სურათი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმომადგენლები Turnitin-ის გამოყენების პრაქტიკის გაზიარებისა და  პროგრამის ახალი ფუნქციების გაცნობის მიზნით ბსუ-ს აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ გიგა ხოსიტაშვილმა  დისკუსიის ფორმატში ისაუბრა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვის ხელშეწყობასა და გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა სტუდენტებში პლაგიატის წესების დარღვევის მიზეზებზე.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა შეხვედრა ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან, სადაც დაიგეგმა ერთობლივი მეორე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება. მხარეების გადაწყვეტილებით, მეორე საერთაშორისო კონფერენცია   „Challanges of Emergancy Remote Learning - Academic Misconduct in Higher Education“ ბსუ-ს მასპინძლობით 2021 წლის 16 სექტემბერს გაიმართება.

სამეცნიერო ფორუმი ,,Erasmus+“-ის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში შედგება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა