IV საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები-2021“

სურათი

2021 წლის 16-17 სექტემბერს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება IV საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები-2021“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.


კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები;
  • ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები;
  • ენერგეტიკის ეკონომიკური ასპექტები და რეგულირება;
  • სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები;
  • ახალი საჯარო მმართველობა, გამოწვევები და პერსპექტივები;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და მასობრივ-კომუნიკაციური პროცესები;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები;
  • ბავშვთა უფლებების დაცვის აქტუალური საკითხები

კონფერენციის სამუშაო ენები არის: ქართული, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველეთა რეგისტრაცია გრძელდება 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://conferences.atsu.ge/BLSS/

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რეფერირებული ჟურნალის სახით (2019 წელს ჩატარებული კონეფრენციის მასალები http://ejournals.atsu.ge/BLSS/index.html ).

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: blss@atsu.edu.ge

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა