ევროპის დღე ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა. შეხვედრის მონაწილეებს ევროპული ღირებულებებისა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ესაუბრა ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. ევროპის დღის აღსანიშნავად გაიმართა ევროკავშირის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია.

ევროპის დღე  ყოველწლიურად აღინიშნება ევროკავშირში და უკავშირდება 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის პარიზში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. შუმანის ინიციატივის განხორციელება დაიწყო 1951 წელს, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის ჟან მონეს კათედრა „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა" ფარგლებში. პროგრამა  დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა