ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ,,სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის წარდგენა გაიმართა. გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს და აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და ითვალისწინებს 2023-2024 სასწავლო წელს (შემოდგომის/გაზაფხულის სემესტრი), ევროპის უნივერსიტეტებში, 1 სემესტრით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების 12 სტუდენტის სწავლის გაგრძელებას. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობები ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნანა ყურშუბაძემ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული და უმაღლესი განათლების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარინა პაქსაძემ გააცნეს.
გაცვლითი პროგრამა აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში ხორციელდება.
უკან |