ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაცია ეწვია. ინტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი ფრანც შაუსბერგერი, ინსტიტუტის პოლიტიკის საკითხში მრჩეველი სტეფან ჰაბოკი, ინსტიტუტის გენერალური მდივანი, დოქტორი იოაჰიმ ფრიცი და ინსტიტუტის მმართველი გუნდის წევრი, დოქტორი ჰელმუთ ჰალშლეჰნერი ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდენენ და ინსტიტუტი წარუდგინეს. ვიზიტის ფარგლებში ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) პრეზიდენტმა, პროფესორმა ფრანც შაუსბერგერმა ლექცია წაიკითხა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის, ევროკავშირისა და საქართევლოს ურთიერთობის თემაზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაფასა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მომხსენებლმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი (IRE) არის ეკონომიკური და სამეცნიერო ორგანმიზაცია, რომელიც 2004 წელს ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში დაარსდა და აერთიანებს ევროპის 23 სახელმწიფოს 130-ზე მეტ რეგიონს, ქალაქსა თუ დაწესებულებას. ორგანიზაციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2012 წელს გაწევრიანდა.
უკან |