მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, გლობალური ინოვაციების მრჩეველი პიტერ ლინდჰოლმი ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს, ადმინისტრაციის ხელმძღანელს, მერაბ დიასამიძეს, რექტორის მოადგილეებს, თამარ სირაძეს და ანზორ ბერიძეს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ვლადიმერ ღლონტს და სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენელს, ნათია ჯაფარიძეს შეხვდა. პიტერ ლინდჰოლმმა შეხვედრაზე საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების კვლევების შედეგების შეფასების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემების მდგრადობა განიხილა. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კვლევების განვითარების მონიტორინგისა და შეფასების ბერკეტებსა და ეფექტიანობის შეფასების გასაუმჯობესებლად საჭირო მექანიზმების იდენტიფიცირებაზე. შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |