ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ – 2023. კონფერენცია ჩატარდება 20-21 ოქტომბერს და დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „კონფერენციის მოწყობა“ ფარგლებში.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:
ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები; დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები ციფრულ ეკონომიკაში; ფინანსური ეკონომიკა; განათლების ეკონომიკა და მისი ციფრული ტრანსფორმაცია; COVID 19-ის გავლენა ეკონომიკაზე; გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები; სოციალური პრობლემები, როგორც ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაპირობები; რეგიონული ეკონომიკის პრობლემები; ბიზნესის განვითარების პრობლემები; ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები; სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში; ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები.
კონფერენციის პროგრამაუკან |