მეათე სამეცნიერო კონფერენცია „სასკოლო განათლება -თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“

სურათი

2023 წლის 16 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, გაიმართება მეათე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სასკოლო განათლება -თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციის მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

რეგლამენტი: მოხსენება – 10 წუთი;  კითხვა-პასუხი – 5 წუთი

კონფერენციის ფორმატი: პირისპირ

კონფერენციის საორენტაციო  თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • პიროვნება და საზოგადოება;
  • თანასწორობა და დისკრიმინაცია;
  • მედია და ინფორმაციული წიგნიერება;
  • კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში;
  • ძალადობა;
  • მოქალაქე, საზოგადოება, სახელმწიფო;
  • ადამიანის უფლებები;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • გენდერი;
  • ახალი ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
  • სწავლების თანამედროვე მიდგომები - პროექტზე, პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება;
  • სწავლების თავისებურებები და გამოწვევები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენები, გეოგრაფია, ისტორია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სპორტი, ხელოვნება...);
  • სკოლის მართვა, ინოვაციები და ხარისხის უზრუნველყოფა;
  • მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა;
  • მშობლის როლი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში და სხვ.

გაითვალისწინეთ, თემატიკის ჩამონათვალი საორიენტაციოა და შეგიძლიათ, წარმოადგინოთ მოხსენება სასკოლო განათლების შესახებ ნებისმიერ სხვა საკითხზე.

    კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • მონაწილეებმა  გამოგზავნონ თეზისი შემდეგ ელფოსტაზე: http://nato.sherozia@bsu.edu.ge

კონფერენციის თეზისები  მომზადებული უნდა იყოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად:

თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას და წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის (Word) ფაილში; შრიფტი  Sylfaen;  ზომა -11 (სათაურებისთვის დასაშვებია შრიფტის ზომა იყოს 12); მანძილი სტრიქონებს შორის - 1.5.

 

     თეზისები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ავტორ(ებ)ის სრული სახელი და გვარი;
  • ხელმძღვანელის სრული სახელი და გვარი;
  • ორგანიზაცია/უნივერსიტეტი, სკოლა, ქალაქი, ქვეყანა;
  • ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელფოსტა;
  • კონფერენციის თემატური მიმართულება,  რომელსაც შეესაბამება წარმოდგენილი თეზისი;
  • თეზისის სათაური;
  • საკვანძო სიტყვები;
  • თეზისი (ძირითადი ტექსტი).

კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:

  • თეზისების   გამოგზავნის  ბოლო ვადა – 2023 წლის 1-ლი დეკემბერი;
  • სამეცნიერო კომიტეტის მიერ თეზისების შეფასება და კონფერენციაზე წარსადგენად შერჩევა - 2023 წლის 5 დეკემბერი;
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი – 2023 წლის 16 დეკემბერი

მონაწილეთა დაჯილდოვება

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები

სამეცნიერო  და საორგანიზაციო კომიტეტის წევრები

  1. ლელა თურმანიძე, პროფესორი
  2. ლელა თავდგირიძე, პროფესორი
  3. ნანა მაკარაძე, პროფესორი
  4. ნანი მამულაძე, ასოცირებული პროფესორი
  5. ნატო შეროზია, ასოცირებული პროფესორი (სტუდენტთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელი)
  6. მადონა მიქელაძე, ასოცირებული პროფესორი
  7. ქეთევან შოთაძე, ასოცირებული პროფესორი
  8. მარინე გურგენიძე, ასოცირებული პროფესორი
  9. დარეჯან გელაძე, ასოცირებული პროფესორი
  10. დიანა ახვლედიანი, ასისტენტ პროფესორი
  11. ბესიკ ციცაგი, ასისტენტ პროფესორი
  12. მიხეილ დონაძე, ასოცირებული პროფესორი
  13. ქეთევან თადუმაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სპეციალისტი
  14. დალი დობორჯგინიძე, ასისტენტ პროფესორი
  15. იზოლდა ჯაბნიძე, ასოცირებული პროფესორი
  16. ნინო სამნიძე, ასოცირებული პროფესორი
  17. თათია ნაკაშიძე-მახარაძე, ასოცირებული პროფესორი
  18. მედეა დიასამიძე, ასისტენტ პროფესორი
  19. მანანა თავდგირიძე, ბსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი
  20. მელანო ანანიძე, სტუდენტი
  21. თეონა ქარცივაძე, სტუდენტი

საკონტაქტო პირები:

  1. ნატო შეროზია (კოორდინატორი) - სტუდენტთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელი;  ტელეფონი:  (+995) 577 173707,  ელფოსტა:  nato.sherozia@bsu.edu.ge
  2. ქეთევან თადუმაძე - ტელეფონი:  (+995) 579191997
  3. მელანო ანანიძე - ტელეფონი:  (+995) 591957359

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა