ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროპასთან“ ორგანიზებით, საჯარო მოხელეებსა და ადვოკატებს/იურისტებს, დაინტერესებულ პირებს იწვევს საზაფხულო ტრეინინგში „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2024 წლის 26-29 ივნისს ქ. ბათუმი. ტრეინინგს წარუძღვება ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი პროფ. სოლომონ მენაბდიშვილი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ლაკერბაია და საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი სოფიო მომცელიძე.
საზაფხულო ტრეინინგის ფარგლებში განხილული იქნება ევროკავშირის კონკურენციის სამართლის შემდეგი საკითხები: კონკურენციის სამართალის წარმოშობა, მისი მიზნები, ეკონომიკური აგენტების შეთანხმებული მოქმედებები (კარტელები), კარტელის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების პირობები, ეკონომიკური აგენტების მიერ დომინანტური მდგომარეობის ფლობა, დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციები, სახელმწიფო დახმარებები, ინტელექტუალური საკუთრების მიმართება კონკურენციის სამართალთან, კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება, ჯარიმები და სანქციები, თანამშრომლობის პროგრამა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ყველა განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2024 წლის 15 ივნისისა ვებგვერდზე მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.
შევსებული ფორმა გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე - info.lscf@bsu.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ „საზაფხულო ტრეინინგი CEU”
ტრენინგ კურსთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟან მონეს კათედრის “უფრო ახლოს ევროკაშირთან” ხელმძღვანელს პროფ. სოლომონ მენაბდიშვილს: smenabdishvili@bsu.edu.ge
დანართი 1უკან |