თიბისი გალერეაში სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალ „მაჭახლის“ №5 და მაჭახლის ხეობის თემატიკაზე შექმნილი კლიპების წარდგინება გაიმართა. ჟურნალი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებამ გამოსცა და „მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულს ეძღვნება. „მაჭახელი“ მკითხველს სიახლით გამორჩეულ სხვადასხვა თემატიკის სტატიებს, წერილებს, ინტერვიუებსა და ხეობის ცხოვრების ამსახველ მასალებს სთავაზობს. წარმოდგენილი ნომერი ორად გაყოფილი მაჭახლის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მატერიალური და სულიერი კულტურის საკითხებს, XIX საუკუნის მეორე ნახევარში თურქეთში მოღვაწე და ქართული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ მაჭახლელებსა და 1951 წლის რეპრესირებულებს ეთმობა.
უკან |