შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამდღიანი, საპასუხო ვიზიტით გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალური მიწის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ებერსვალდეს მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვილჰელმ-გიუნტერ ვარსონმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულების თანახმად განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრების, ბაკალავრებისა და მაგისტრების ერთობლივი გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება ერთობლივი კონფერეცნიები და სემინარები. მხარეები ასევე სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ურთიერთგაცვლაზე, საგანმანათლებლო და კვლევითი მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარებასა და ბიბლიოთეკის ონლაინ-რეჟიმში გამოყენებაზე შეთანხმდნენ.
დელეგაციის წევრები აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიხეილ მახარაძესა და ქალაქ ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს შეხვდებიან. სტუმრები ასევე ბათუმის სამშენებლო ობიექტებსა და ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
• პავლე შპეტიშვილი - ბრანდენბურგი-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე პოტსდამში;
• იენს ლიპსდორფი - ბრანდენბურგის ფედერალური მიწის პარლამენტის წევრი, მეცნიერების, კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თავისუფალ დემოკრატთა პარტიის (FDP) წევრი;
• ვილჰელმ - გიუნტერ ვარსონი - პროფესორი, ებერსვალდეს მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტი;

უკან |