საერთაშორისო კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და ტრაბზონის შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდება I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. მასში საქართველოს, თურქეთის, გერმანიის, უკრაინისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების პროფესორები და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული ბიზნესმენები მონაწილეობენ. კონფერენცია რსუ-ს ბიზნესის სკოლის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.

I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ მიზანია ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება და პოპულარიზაცია.

პროგრამით წარმოდგენილი იქნება 160 მოხსენება შემდეგ მიმართულებებში:
• ტურიზმის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები;
• ტურიზმის ინდუსტრია და ბიზნესგარემო;
• ტურიზმის მარკეტინგი და მენეჯმენტი;
• ინოვაციები ტურიზმის ბიზნესში;
• ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინტერნეტ-მარკეტინგი ტურიზმის ბიზნესში;
• ტურიზმი და განათლება;
• ტურიზმის პოტენციალი, ტურიზმის სახეები, ტურისტული პროდუქტები;
• ტურიზმის განვითარების პროგნოზირება, ფინანსები და გადასახადები.

კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ტურისტული გამოფენის მოწყობა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა