სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2015 წლის 25-27 სექტემბერი

რეგისტრაციის ვადა გრძელდება 5 სექტემბრამდე

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პრობლემები;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ენა და კულტურა;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
ადამიანი და გარემო;

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ადამიანი გლობალიზებად სამყაროში;

ტურიზმის ფაკულტეტი
მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი;

ტექნოლოგიური ფაკულტეტი
თანამედროვე ტექნოლოგიების პრობლემები;

ფიზიკა-მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
გამოყენებითი მეცნიერებები თანამედროვე სამყაროში;

იურიდიული ფაკულტეტი
სამართლის განვითარების თანამედროვე ტენდენციები;

განათლების ფაკულტეტი
განათლების სექცია.

მოთხოვნები:

  1. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
  2. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს;
  3. სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისების ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე უარყოფითი პასუხი ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს.
  4. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება;

აუცილებელი მოთხოვნები:

  1. თემის აქტუალობა (ნაშრომი დაფუძნებული უნდა იყოს კვლევაზე);
  2. თემატიკის შესაბამისობა;

კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტატიისა და რეზიუმეს გაფორმების წესი:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით:

  • ნაშრომი და რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. ველი: ზედა- 2,0 სმ, ქვედა - 2,0 სმ. მარცხენა - 3,0 სმ, მარჯვენა 1,5 სმ;
  • შრიფტი Sylfaen ქართული ტექსტისთვის და Times New Roman ინგლისური ტექსტისთვის; (სტილი Normal, შრიფტის ზომა 12);
  • სტრიქონთა შორის ინტერვალი 1,15;
  • ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ.- ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi;
  • ფორმულები აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0 (2.1);
  • სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს;
  • სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი;
  • გამოქვეყნებისთვის სტატიები წინასწარ შეირჩევა;

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული;

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • თეზისების (არაუმეტეს 2 გვერდისა) და სტატიის (არაუმეტეს 5 გვერდისა) გადმოგზავნის ბოლო ვადაა 5 სექტემბერი. ( conference@bsu.edu.ge )
  • 2015 წლის 2-7 სექტემბერი - სარედაქციო საბჭოს მიერ ნაშრომების განხილვა;
  • 2015 წლის 9-10 სექტემბერი - აპლიკანტები მიიღებენ დასტურს/უარყოფას მონაწილეობასთან დაკავშირებით;
  • 2015 წლის 25-27 სექტემბერი კონფერენციის გახსნა;
  1. კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება და გადაეცემათ მონაწილეებს;
  2. მონაწილეებს პრეზენტაციისთვის დაეთმობათ 10-15 წთ, დებატები 8-10 წთ;

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეთათვის განსაზღვრულია უფასოდ:

  • ნაშრომის დაბეჭდვა;
  • დაბინავება;
  • ბანკეტი;
  • ექსკურსია;

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ელ.ფოსტა: gvantsa_turmanidze@bsu.edu.ge;
  • მობ: +995 599 27-72-31; +995 591 98-30-33;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა