საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი 3-12 სექტემბრის ჩათვლით აწყობს საზაფხულო სკოლას - „ევროპული მომავალი.“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს. მონაწილეები შეირჩევა გასაუბრებისა და წარმოდგენილი CV-ის საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 12 აგვისტოს ჩათვლით წარმოადგინეთ CV ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითრების სამსახურში ან გამოგზავნეთ ელფოსტაზე: ird@bsu.edu.ge.
გასაუბრება შედგება 13 აგვისტოს, 11:00 საათზე, ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურში;
მისამართი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნინოშვილის ქ. #35; ოთახი #35;
საზაფხულო სკოლა პროექტის ,,უკან მომავალში“ ეგიდით ტარდება და მასში თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან, გორიდან და თელავიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ექსპერტები სემინარებსა და ტრენინგებს ჩაატარებენ ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის, ინოვაციური კვლევითი მეთოდების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ინიციატივისა და ლიდერობის საკითხებზე.
საზაფხულო სკოლა 2 ეტაპად შეკვეთილსა და ურეკში ჩატარდება.
სტუდენტების საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა, ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება, სასწავლო კურსი სრულად ანაზღაურდება.
უკან |