შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. 2013 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევარების სამმა სამეცნიერო პროექტმა: „სარფი“ (FR/339/1-10/13, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე), „პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“ (FR/491/2-153/13, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი მარინა გიორგაძე) და „თხევადი კვების პროდუქტების წარმოებებში მემბრანული ტექნოლოგიის მრავალჯერადად გამოყენებისთვის მემბრანების რეგენერაციის ტექნოლოგიური პროცესების და სარეგენერაციო ხსნარების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება“ (FR/164/3-200/13, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი რაულ გოცირიძე).
უკან |