ვიზიტი პუატიეს უნივერსიტეტში

სურათი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნატალია სურგულაძე ერთთვიანი ვიზიტით ერასმუს მუნდუს პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტს ეწვია. პრორექტორთან, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მკვლევარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სწავლებისა და შეფასების წესები წარადგინა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ნატალია სურგულაძე დაესწრო საერთაშორისო სამეცნიერო კოლოკვიუმს: “Amérindianités&Savoirs” (19/03/2014-21/03/2014), სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის საბჭოს სხდომას და მოისმინა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მოხსენებები პოიტიეს უნივერსიტეტში 2013-14 სასწავლო წლების 1 და 2 სემესტრების კვლევითი შედეგების შესახებ. ასევე გაეცნო მაგისტრატურისა და ლისანსის (ბაკალავრიატის) სასწავლო პროგრამებს, გამოცდის ჩატარების, სწავლების მეთოდებსა და შეფასების კრიტერიუმებს. გარდა ამისა, დაესწრო ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: Expressionecrite, Expressionorale, Comprehensionecrite, Comprehensionorale, Grammaire, Dossier, Atelier poesie, Niveaux B2, C1, C2. 
 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაბრუნებისას ქალბატონმა ნატალიამ ფრანგული ფილოლოგიის პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო პუატიეს უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება და წარუდგინა ფრანგი კოლეგების (FreiderikosValetopoulos, CatherineRouffineau, ChristineChanudet, LaurieDekhissi, MélanieAlbertelli) სასწავლო მასალები.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა