ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქედის მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გამართა. უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა როსტომ ბერიძემ და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსმა მერაბ დიასამიძემ აბიტურიენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, პრიორიტეტები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სწავლის პირობები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნეს. წარდგინების დასასრულს მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |