დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ბსუ-ს სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა მოხსენებები წაიკითხეს თემებზე: ,,ქართულ-ამერიკული ეკონომიკური ურთიერთობები’’, ,,შავი ზღვის ახალი გეოპოლიტიკა’’, ,,ამერიკული ღია სივრცეები აჭარაში’’ და სხვა. კონფერენციას ესწრებოდა თბილისში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური სექციის წარმომადგენელი ლორა ჰოჩლა, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ამერიკის 25-წლიან ურთიერთობასა და ახალგაზრდებს ამერიკაში თავისი ოჯახის იმიგრაციის გამოცდილება გაუზიარა.
ღონისძიების დასასრულს, ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის - „ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალი“ ჩვენება გაიმართა.
უკან |