დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული კვირეული საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიება საინფორმაციო გამოფენის გახსნით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულების გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ კულტურულ, გაცვლით და საგრანტო პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც საქართველოში აშშ-ს მთავრობის დახმარებით ხორციელდება.
ამერიკის კვირეული საზეიმო კონცერტით დასრულდა უნივერსიტეტის ბენდის, როკ-ჯგუფის ,,Helomaniakk’’-ის, ჰიპ-ჰოპ მოცეკვავეთა ჯგუფის ,,Two Step Crew’’-ის და ლევან ლაღიძის გოგონათა გუნდის მონაწილეობით.
ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ჩარლზ სეტენი, ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და რექტორის მოადგილეები - ნათია წიკლაშვილი და თამარ სირაძე ესწრებოდნენ.
უკან |