საერთაშორისო სკოლა-სემინარი ბიომედიცინის აქტუალურ თემებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის მე-6 საერთაშორისო სკოლა-სემინარი გაიხსნა ბიომედიცინის აქტუალურ თემებზე.   ქართველი და უცხოელი პროფესორები 3 დღის განმავლობაში ჩაატარებენ ლექციებს, მასტერ-კლასებსა და ლაბორატორიულ მეცადინეობებს დარგის მნიშვნელოვან საკითხებზე. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის სტუდენტები, დოქტორანტები  და რეზიდენტები გაეცნობიან დაბერების პროცესისა და სხვადასხვა დაავადების ბიოლოგიური მექანიზმების კვლევაში არსებულ თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს, ბიოსუფრთხოების, ბიოეთიკური პრინციპებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობას ბიოსამედიცინო საქმიანობაში. 

სწავლების მიზანია მეცნიერებისადმი სტუდენტთა ინტერესის სტიმულირება, მსმენელთა გაცნობიერება  ბიოსამედიცინო მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე ინტერდისციპლინური მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა. სკოლა-სემინარი ასევე ითვალისწინებს სამეცნიერო კავშირების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ახალგაზრდა მეცნიერთა ფორმალური და არაფორმალური  კოლექტივების ჩამოყალიბების სტიმულირებას.
VI საერთაშორისო სკოლა-სემინარი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით  იმართება.
სკოლა-სემინარი ბსუ-ში 2006 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მასალები სკოლა-სემინარის აბსტრაქტების კრებულში იბეჭდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა