ასოცირებული პროფესორი ნანა ტრაპაიძე პრემია „საბას" გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა ტრაპაიძე პრემია ,,საბას" გამარჯვებულია ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წარდგენილი 300 წიგნიდან ფინალური ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა, რომელთაგან გამარჯვება ნანა ტრაპაიძემ მოიპოვა წიგნისთვის ,„ლიტერატურა და ლიტერატურა“. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს და მისი მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებთან ერთად ავტორების გამოვლენა. უნივერსიტეტი ულოცავს ნანა ტრაპაიძეს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა