მემორანდუმი პსპ-ფარმასთან გაფორმდა

სურათი

ქართული ფარმაციის დღე და აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის 130 წლის იუბილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პსპ-ფარმასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით აღინიშნა. მხარეთა შეთანხმებით, ერთობლივ საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებთან ერთად, პარტნიორ ორგანიზაციაში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების პროგრამა განხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ფაკულტეტის დეკანი მარინა ქორიძე, პსპ-ფარმას ტერენინგცენტრის ხელმძღვანელი ეკა ფრუიძე, პსპ-ფარმას რეგიონალური მენეჯერი ლუიზა საღარეიშვილი და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის  ხელმძღვანელი ეთერ ჯაყელი შეხვდნენ და არსებული სიახლეები გააცნეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა