საჯარო ლექცია გენდერული უთანასწორობის საკითხებზე

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ლექცია-დისკუსია გაიმართა თემაზე :,,გენდერული უთანასწორობის კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები".  საჯარო ლექციას ბსუ-ს სხვადასხვა კურსისა და სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ.

სემინარი გენდერული უთანასწორობის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს შეეხებოდა. მკვლევარმა სოციალურ მეცნიერებებში მაია ტაბიძემ პასუხი გასცა კითხვებს თუ როგორ ხდება და ხდებოდა ქალების დამორჩილება სხვადასხვა ინსტიტუტების და სისტემების მიერ, აგრეთვე მიმოიხილა სქესის და გენდერის მიმართ მიდგომების ცვლილება დროთა განმავლობაში.

საჯარო ლექცია ბსუ-ში  ,,სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის" ორგანიზებითა და ,,ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.  


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა