ლაშა ბუღაძე - „ცენზურა და ტექსტი“

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარჯანიშვილის თეატრის დრამატურგის ლაშა ბუღაძის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო თემაზე: „ცენზურა და ტექსტი“.

ლაშა ბუღაძემ ბსუ-ს სტუდენტებს, პროფესორებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას ცენზურის ფენომენზე ესაუბრა ანტიკური პერიოდიდან  თანამედროვეობამდე: ცენზურა ანტიკურობაში, ცენზურა და საზოგადოება, ცენზურა და რელიგია, თვითცენზურა და უცენზურობა და ა.შ.

შეხვედრაზე მწერალმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცენზურაზე ანტიკურობაში, სადაც გამკონტროლებლად საზოგადოება, რელიგიური წრეები და სახელმწიფო გვევლინება. საუბარი შეეხო რომის იმპერიის, შუასაუკუნეებისა და საბჭოთა ცენზურას. საჯარო ლექციათა ციკლი ყველა იმ საკითხს მიმოიხილავს, რომელზეც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები  ლაშა ბუღაძის წიგნში ,,საუბრები ცენზურაზე’’ აკეთებენ აქცენტს.

შეხვედრები მწერალთან  ბსუ-ს ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით გაიმართა და 2 დღის განმავლობაში  გაგრძელდება.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა