იმპლანტოლოგიის სასწავლო კურსი დასრულდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე იმპლანტოლოგიის  სასწავლო კურსი დასრულდა.  სასწავლო კურსს ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის  პედაგოგი,  იმპლანტოლოგი კახა გურგენიძე უძღვებოდა.  სასწავლო კურსი ,,ოფის დენტალი"-ს ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით საუნივერსიტეტო კლინიკა ,,ბსუ დენტი"-ს ბაზაზე ჩატარდა.

იმპლანტოლოგიის ქირურგიულ ნაწილში  მზადება გაიარეს ბსუ დენტის ექიმ-სტომალოგებმა: ფრიდონ ჯაფარიძემ და ალიფონ ჩანტლაძემ;  ბსუ-ს სტომატოლოგიის სპეციალობის მე-5 კურსის  სტუდენტებმა  ნინო ქობულაძემ და ანა ვარშალომიძე, ასევე  ექიმ-სტომატოლოგებმა ბათუმიდან,  ქუთაისიდან და ფოთიდან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა