საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS + გაცვლითი პროგრამის შესახებ

სურათი
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ERASMUS + გაცვლითი პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნანა ყურშუბაძემ სტუდენტებს ERASMUS + გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტების, კონკურსის ვადებისა და სტიპენდიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
 
გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების შემოტანა შეუძლიათ 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბსუ-ს კონკურსების გვერდსა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ვებგვერდს: https://bsu.edu.ge/sub-48/
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა