ბსუ-ს ილია ჭაჭავაძის ბიბლიოთეკა

ბსუ- ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა არის ბსუ-ს სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, ბსუ-ს ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დებულების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული ,,ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის“ და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.

ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა საგანმანათლებლო-სამეცნიერო და საინფორმაციო ფუნქციების შესრულება, ბსუ-ს სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მსმენელების, პერსონალისათვის (შემდეგში - მკითხველი ან მომხმარებელი) როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისა და უცხოელი სტუმრისათვის, ხოლო ბიბლიოთეკის აბონემენტით თანაბარ პირობებში სარგებლობა შეუძლიათ ბსუ-ს სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს, მსმენელებს და პერსონალს (ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს აქვს ბუნებრივი და ხელოვნური განათების შესაძლებლობა; ბიბლიოთეკაში არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგები; საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდები წარმოადგენს უნივერსიტეტის ქონების შემადგენელ ნაწილს).

იბლიოთეკის ფუნქციებია:

ა) ბსუ-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის უზრუნველყოფა საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, პატენტები, საავტორო მოწმობები, ტექნიკური კატალოგები, გამოგონებათა აღწერილობები, აუდიო-ვიზუალური და წერილობითი ინფორმაციის სხვა საშუალებები);

ბ) საბიბლიოთეკო ფონდების რაციონალურად ფორმირება და ორგანიზება, მათი დაცვა, აღრიცხვა, მეცნიერული დამუშავება, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნა და მათი გამოყენების ორგანიზება საბიბლიოთეკო დარგში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;

გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის დაცვისათვის საჭირო პირობების შექმნა;

დ) ბსუ-ს სასწავლო, საინფორმაციო და სამეცნიერო საქმიანობის პროცესისათვის საჭირო  საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და მის საფუძველზე მუშაობის დაგეგმვა-ორგანიზება;

ე) საბიბლიოთეკო ფონდების სრული აღრიცხვა, პერიოდულად მისი გაწმენდა შინაარსობრივად მოძველებული და გამოსაყენებლად უვარგისი (დაზიანებული) საბიბლიოთეკო დოკუმენტებისაგან მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;

ვ) ბსუ-ში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების ფონდის ორგანიზება, დაცვა, საცნობარო აპარატის შექმნა, შრომების ბიბლიოგრაფირება;

ზ) ბიბლიოთეკის მომსახურების ხარიხის/საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

თ) ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეულების საბიბლიოთეკო ფონდების ცენტრალური სისტემით ორგანიზება;

ი) ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების დაცვაზე ბიბლიოთეკართა მატერიალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, სათანადო ინსტრუქციების შესაბამისად;

კ) ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შემუშავება და ამ წესის აღსრულების უზრუნველყოფა;

ლ) ეროვნულ და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში აქტიური    მონაწილეობა;

მ) საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებით ტრენინგების, კონფერენციებისა  და სხვა ღონისძიებების მომზადება და ჩატარება;

ნ) საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სტანდარტებს დაცვითა და ეროვნული ბიბლიოთეკის რეკომენდაციების გათვალისწინებით;

ბიბლიოთეკის ფუნქციების შესრულებას, ბიბლიოთეკის დებულებისა და ბსუ-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესაბამისად უზრუნველყოფს ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) დამუშავება-დაკომპლექტების განყოფილება;

ბ) მომსახურების განყოფილება;

გ) ელექტრონული რესურსების განყოფილება.

ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული ,,ბსუ- ბიბლიოთეკით სარგებლობის წესით განსაზღვრულია ბიბლიოთეკით სარგებლობის რეგულაცია (ბიბლიოთეკის სამუშაო განრიგი, საბიბლიოთეკო რესურსების ხელმისაწვდომობა, ბიბლიოთეკის მომხმარებლის უფლება-მოვალეობები, მომხმარებლის პასუხისმგებლობა).

ბსუ-ს ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა (ე.წ. მთავარი ბიბლიოთეკა) საერთო კოორდინაციას უწევს ბსუ-ს სტრუქტურული ერთეულების: ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის და ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის, ასევე ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბიბლიოთეკო   -      რესურსების მართვაზე (სარგებლობის ადმინისტრირებაზე) პასუხისმგებელი პირის საქმიანობას.

ბსუ- საბიბლიოთეკო რესურსი ასევე განთავსებულია ბსუ-ს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების  სარგებლობაში არსებულ შენობებში (კორპუსებში), მათ შორის:

ა) ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის საბიბლიოთეკო რესურსი - ქ. ბათუმში, თამარის დასახლება, გრიშაშვილის ქ. N5,  კორპუსი N5;

ბ) ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის საბიბლიოთეკო რესურსი - ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქ. N2-ში მდებარე კორპუსი N3;

გ) ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბიბლიოთეკო რესურსი - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12, კორპუსი N4;

დ) ბსუ- პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბიბლიოთეკო რესურსი -  ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. N15, ბსუ-ს N6 კორპუსი.

ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღიურად, შემდეგი განრიგით:

ა) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 9:00 საათიდან 20:00 საათამდე; შაბათს - 9:00 საათიდან 17:00 საათამდე - ყველა სამკითხველო დარბაზი (სააბონემენტო მომსახურება);

ბ) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე - კომპიუტერული დარბაზები (ქ. ბათუმი, ნინოშვილი/რუსთაველის ქ. N 35/32, N51 და N400 აუდიტორიები);

გ) კვირას 10:00 საათიდან 15:00 საათამდე - მხოლოდ დიდი სამკითხველო დარბაზი (ქ. ბათუმი, ნინოშვილი/რუსთაველის ქ. N 35/32, მე-3 სართული).

ბსუ-ს სტრუქტურული ერთეულების: ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის და ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის, ასევე ბსუ- პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბიბლიოთეკო რესურსები ხელმისაწვდომია ყოველდღე, შაბათ-კვირის  და უქმე დღეების გარდა, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება – 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).

ბსუ-ს ვებგვერდზე ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის საკონტაქტო ინფორმაცია:

ბსუ-ს ვებზე -  https://bsu.edu.ge/sub-15/news/index.html

ელექტრონული ფოსტა -  library@bsu.edu.ge;

ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის მისამართია - ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35 (ბსუ-ს N1 კორპუსი, მე-3 სართული, ოთახები N400, 402, 403.

ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი თავამაიშვილი (ტელ. 599 50 35 98)

  ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დებულება
  ბსუ-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა