„დედამიწის საათი“
28 მარტი 2015 წელი
„დედამიწის საათი“
„დედამიწის საათი“
„დედამიწის საათი“
„დედამიწის საათი“
„დედამიწის საათის“ საერთაშორისო აქციის ეგიდით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტმა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოებაში პასუხისმგებლობის ცნობიერების ამაღლებას კლიმატის გლობალური ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე. ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა შეხვედრაზე კლიმატის ცვლილებების აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს, კინოჩვენება მოაწყეს და დისკუსია გამართეს. საერთაშორისო აქციის ფარგლებში სასტუმრო ,,შერატონ ბათუმმა“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან ერთად სტუდენტებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა. „დედამიწის საათის“ მეცხრე რაუნდი მსოფლიოში - 2015 წლის 28 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 20:30-21:30-მდე აღინიშნა. 20:30 საათზე გამოირთო ქალაქის არასასიცოცხლო ობიექტები, გარე განათებები და ,,შერატონ ბათუმის“ ფოიეში სანთლის შუქზე ტორტი გაიჭრა.
სრულად