
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის და ეკოლოგიის სპეციალობის I კურსის სტუდენტებმა წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად სათამაშოებთან ერთად ტკბილეულობა მიუტანეს. შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებმა და გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებმა ერთობლივი კონცერტი გამართეს.
უკან |