ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობას ღებულობენ სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში - ,,ჯეოანესთეზია-2018“. სამი დღის განმავლობაში 20 ქვეყნის წარმომადგენელი 50-მდე მოხსენებას წარმოადგენს ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, ტოქსიკოლოგიის, გადაუდებელი მდგომარეობისა და კრიტიკული მედიცინის აქტუალურ საკითხებზე. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგთა კავშირის” ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით იმართება.
უკან |