საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს ქიმიის დეპარტამენტი გერმანელ მკვლევარს მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი თამარ საადი იმყოფება. თამარი კვლევას ბსუ-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ქრომატოგრაფიული ცენტრის ბაზაზე ახორციელებს. იგი ბსუ-ში ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  ბიოორგანული ქიმიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში იმყოფება.

გერმანელი დოქტორანტის კვლევის პრიორიტეტია ფიზიოლოგიურად  აქტიურ ბუნებრივ ნაერთთა  შესწავლა   ბიოლოგიურ ობიექტებსა და მათი გადამუშავების ნარჩენებში. ახალგაზრდა მკვლევარი სადოქტორო თემისთვის ქართული აბორიგენული მცენარეებით დაინტერესდა და თემის ხელმძღვანელის გერმანელი პროფესორის კლაუს კურტის მიერ ქართველ კოლეგებთან   კონსულტაციის შემდეგ, ადგილობრივი მსხლის ჯიშს - ხეჭეჭურს გამოიკვლევს.

თამარ საადს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 თვის განმავლობაში უმასპინძლებს. სამომავლოდ, შემდგომი  თანამშრომლობის მიზნით,  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ზაარლანდის უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის  ინსტიტუტში გამგზავრება იგეგმება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა